ეკა ტყეშელაშვილი: ქართული მხარე ცდილობს ჟენევის მოლაპარაკებებზე ნაბიჯ-ნაბიჯ გარკვეულ პროგრესს მიაღწიოს
სახელმწიფო მინისტრის რეინტეგარციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების მე-19 რაუნდიდან რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი არ არის, თუმცა ქართული მხარე მაქსიმალურად ცდილობს ნაბიჯ-ნაბიჯ, გარკვეულ პროგრესს მიაღწიოს.
ამის შესახებ განცხადება, ეკა ტყეშელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მინისტრის თქმით, მოლაპარაკებების დროს ყურადღება უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებს დაეთმობა.
28-29 მარტს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-19 რაუნდი გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს.
შეხვედრის ფარგლებში, რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობა, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შემუშავების საკითხები განხილება.
მოლაპარაკებებზე, ქართული მხარე საერთაშორისო საპოლიციო ძალების განლაგების აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს.
Internet.ge