თინა ხიდაშელი: 27 მაისს დაანონსებული აქცია თავისუფლების მოედანზე, იმავე დღეს დასრულდება
„ქართული ოცნების“ კოალიციის ერთ-ერთი წევრი, თინა ხიდაშელი,
ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ, 27 მაისს დაანონსებული აქცია იმავე დღეს,
თავისუფლების მოედანზე დასრულდება.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ხიდაშელმა განუცხადა, აქციის მიზანი
ხელისუფლებისთვის მოსახლეობის ინტერესების ჩვენებაა.
„როგორც ბიძინა ივანიშვილმა აქციის დაანონსების პირველივე დღეებში
განაცხადა, მსვლელობა რაიმე სახის დაპირისპირებას არ ისახავს მიზნად. "ქართული
ოცნება" საარჩევნო კამპანიას 27 მაისს ამ ფორმით დაიწყებს. მანიფესტაცია იმავე დღეს,
რამდენიმე საათში დასრულდება. იქნება მიმართვებიც“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
დაგეგმილ ღონისძიებაზე კომენტარი „როიტერთან“ ინტერვიუში თავად ბიძინა
ივანიშვილმაც გააკეთა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ 27 მაისს მხოლოდ ერთსაათიანი მსვლელობა მოეწყობა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლას მხოლოდ
არჩევნების გზით აპირებს.
internet.ge