პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, -„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტის
ინიცირება მოხდება, რომლის მიხედვით, უცხოეთში საქართველოს კონსულების ფუნქციები გადაიხედება.
როგორც ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა განუცხადა, ცვლილებებით, კონსულს უფლება
ექნება კონსულტაცია გაუწიოს - როგორც
საქართველოს მოქალაქეს, ასევე
უცხოელს.
მისი თქმით, პროექტით, კონსული დახმარებას გაუწევს საქართველოს მოქალქეებს, მიუხედავად იმისა, თუ რა სტატუსით იმყოფებიან ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის არალეგალებს.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, კონსულებს შეეძლებათ კონსულტაცია იმ უცხოელებს გაუწიონ, რომელთაც საქართველოში ჩამოსვლა ინვესტიციების განხორციელების, ტურისტული მიზნით თუ სხვადასხვა კურორტების მოსანახულებლად სურთ
და ინფორმაციის მიღება სჭირდებათ“, - განმარტავს
ხუროშვილი.
მთავრობის საპარლამენტო
მდივნის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პარლამენტი ცვლილებებს მიიღებს, საგარეო უწყება რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
Internet.ge