GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კონგრესმენმა თეთრ სახლს სამცხე-ჯავახეთისთვის ფინანსური დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა
16:22 28.03.2012
დღის სიახლეები

ამერიკის სომხური ნაციონალური კომიტეტის ცნობით ამერიკელი კონგრესმენები აგრძელებენ ჯავახეთის საკითხზე მუშაობას. კერძოდ, კონგრესმენმა-დემოკრატმა კალიფორნიის შტატიდან ბრედ შერმანმა მოუწოდა თეთრ სახლს,  საქართველოს სომხებით დასახლებული სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის გაზარდოს ფინანსური დახმარება.

 

ეს საკითხი შერმანმა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე წამოჭრა, რომელიც 2013 წელს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს -USAID-ისთვის გამოყოფილი სახსრების შესახებ მსჯელობდა.

 

ამერიკის სომხური ნაციონალური კომიტეტის ინფორმაციით, შერმანმა განაცხადა, რომ USAID-მა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნას. თავის მხრივ კი, ორგანიზაციის ხელმძვანელმა რაჯივ შახმა აღნიშნა, რომ USAID ამ მიმართულებით უკვე მუშაობს:

 

„საქართველოში და თქვენს მიერ ხსენებულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩვენ ვახორციელებთ სპეციალურ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია სოფლის მეურნეობის მოდერნიზებაზე, სოციალური და ჯანდაცვის სფეროს განვითარებაზე, ასევე დახმარებას ვუწევთ სამოქალაქო საზოგადოებას“ - განაცხადა შახმა.

 

როგორც რადიო „თავისუფლება“ აღნიშნავს, ბოლო წლებში ამერიკის სომხური ორგანიზაციები აქტიურად არიან დაკავებულები ჯავახეთის პრობლემებით, რაშიც ჩართულნი არიან პროსომხული კონგრესმენებიც.

 

Internet.ge

 

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე იქნება1
ვაშლიჯვარში თამბაქოს მაღაზია და პურის საცხობი გაქურდეს2
"მედიის ადვოკატირებისთვის" ახალი მოწვევის პარლამენტს წინადადებებით მიმართავს3
საგარეო უწყება პერევში დაკავებული შსს-ს თანამშრომლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს4
ამბასადორიალი 2012 დასრულდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X