„ქართული ოცნება“ დავით გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე შეშფოთებას გამოთქვამს
კოალიცია
„ქართული ოცნება“, დავით გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე
შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც
დღეს გამართულ ბრიფინგზე ფანჯიკიძემ განაცხადა, კოალიცია შეშფოთებულია
აღნიშნულ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებებით.
ივანიშვილის
პრესსპიკერის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კატეგორიულად მოითხოვენ
დავით გარეჯის კომპლექსის შესახებ ყველა შეთანხმების საჯაროობას.
„კოალიცია
შეშფოთებულია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებით და დავით გარეჯის
ირგვლივ შექმნილი სიტუაციით, რაც ჩვენს მეზობელთან სტრატეგიულ ურთიერთობას ძაბავს.
ქართველი და აზერბაიჯანელი მეცნიერების მხრიდანაც კი არასდროს დამდგარა ეჭვქვეშ ის
საკითხი, რომ კომპლექსი ქართული კულტურის ძეგლია,“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
internet.ge