სერბეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყოფილი ნაციონალისტი ტიმოსლავ ნიკოლიჩი ლიდერობს. მან უკან ჩამოიტოვა ლიბერალური
ფრთის წარმომადგენელი და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ბორის ტადიჩი.
BBC-ის ცნობით, ბიულეტენების 40%-ის დათვლის
შედეგად, ნიკოლიჩს ხმათა 50,21% ერგო, მის კონკურენტს კი - 46,77%. ამ
უკანასკნელმა უკვე აღიარა დამარცხება და მეტოქეს გამარჯვებაც მიულოცა:
„მე ვულოცავ მას მოგებას, ეს იყო სამართლიანი და
დამსახურებული გამარჯვება და მას წარმატებებს ვუსურვებ,“ - განაცხადა ტადიჩმა.
გამარჯვებულმა კანდიდატმა დაადასტურა, რომ იგი
მხარს დაუჭერს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების მისწრაფებას.
„ეს არის გარდამტეხი მომენტი სერბეთისთვის. ამ
არჩევნების საკითხი იმაში კი არ მდგომარეობდა, თუ ვინ წაიყვანდა სერბეთს
ევროკავშირის გზაზე, არამედ, ვინ გადაწყვეტს ეკონომიკურ პრობლემებს, რომლებიც [ტადიჩის]
დემოკრატიულმა პარტიამ შექმნა,“ - განაცხადა ნიკოლიჩმა.
ამ დროისთვის, სერბეთის მთავარ პრობლემად
უმუშევრობა რჩება, რომლის დონემაც 24%-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყნის საგარეო ვალის
მოცულობა 24 მილიარდ ევროს გაუტოლდა.
Internet.ge