GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმი საუკეთესო და ულამაზესი პლაჟით იქნება გამორჩეული
13:58 21.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, მიჩიგანის ტბის სანაპირო დაათვალიერა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გრძელ ბულვარზე ველოსიპედით გაისეირნა.

მიხეილ სააკაშვილი სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურას გაეცნო და აღნიშნა, რომ ბათუმის ბულვარიც, რომელიც ორ წელიწადში 23 კილომეტრამდე გაიზრდება, ანალოგიური პრინციპით მოეწყობა.

მისი თქმით, მალე შავიზღვისპირა ქალაქის სანაპირო ზოლი ისევე კეთილმოეწყობა, როგორც ეს ჩიკაგოს ბულვარშია. ქვეყნის პირველმა პირმა ასევე განაცხადა, რომ მომავალ ზაფხულს ბათუმი საუკეთესო და ულამაზესი პლაჟით იქნება გამორჩეული.

„ცნობილია, რომ ყველა ადგილიდან რაიმე სიახლის გადმოღებას ვცდილობთ, ბევრი რამ ჩვენ უკეთესად გამოგვდის, ბევრიც სხვას აქვს უფრო კარგი. ჩიკაგოში მსოფლიოს ყველაზე გრძელი და საინტერესო ბულვარია. მიმაჩნია, რომ ბათუმის სანაპირო, რეალურად, მეორეა. თუ დააკვირდებით, ეს ადგილი ძალიან ჰგავს ბათუმს - აქაც არის ცათამბრჯენები და დიდი ტბა. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ხელოვნურად არის გაკეთებული - პირსების სისტემა და ოქროს ქვიშიანი სანაპირო ცათამბჯენების წინ”, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, ჩიკაგოს ბულვარის მსგავსად მოწყობის პროცესი ზაფხულიდან დაიწყება და 9 თვეში დასრულდება.

„ბათუმში, იმ ადგილზე, სადაც სასტუმროები აშენდა და ახლა უნივერსიტეტი შენდება, ზუსტად ასეთ სანაპიროს ვაკეთებთ. ეს პროცესი ზაფხულიდან დაიწყება და სულ 9 თვე დაგვჭირდება. ვაკეთებთ ასეთივე პირსების სისტემას, შემოვღობავთ კიდეც და მომავალი წლის ზაფხულს ბევრად ლამაზი და კეთილმოწყობილი ბულვარი გვექნება, რომელიც ჩვენი შავიზღვისპირეთის სავიზიტო ბარათი გახდება. ეს ადგილი იმდენად მაგონებს ბათუმს, რომ ჩემთვის შთაგონების წყაროა“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„ორაკლის აკადემიის“ კურსები სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი 2013 წლიდან იქნება1
კახი კალაძე: არ ვიცი, ამ სისულელეებზე ღირს თუ არა კომენტარის გაკეთება2
პატრიარქი პატიმრებს მოინახულებს3
ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა4
ბრიტანეთის ელჩის ინფორმაციით საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა შეინიშნება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X