საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
პეტრე ცისკარიშვილი ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის მიერ მიღებულ დეკლარაციას პოზიტიურად აფასებს.
როგორც ‘’ინტერნეტ.ჯი"–ს ცისკარიშვილმა
განუცხადა, ჩიკაგოს სამიტზე პოზიტიური
პროცესები მიმდინარეობს.
მისი თქმით, ბუქარესტის სამიტის
შემდეგ, ნატოსთან მიმართებაში საქართველოს პროგრესი აშკარაა და სამიტზე, ამ
პროგრესის აღიარება მოხდა.
დეპუტატის შეფასებით, საქართველო ნატოსთვის
უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდა არა მხოლოდ ავღანეთის მისიაში
მონაწილეობის გამო, არამედ იმის გამო, რომ ქვეყანა გატარებული რეფორმებით, რეგიონისთვის სამაგალთოდ იქცა.
internet.ge