GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რასმუსენი: ნატო-სა და საქართველოს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს
10:18 22.05.2012
დღის სიახლეები

ნატო- გენერალური მდივნი ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველო ერთადერთი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც ნატოს სამიტზე სამივე პარტნიორულ ღონისძიებას ესწრებოდა და ეს ფაქტი ამტკიცებს იმას, რომ ნატო-სა და საქართველოს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს.

ამის შესახებ განცხადება, რასმუსენმა მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ავღანეთის ოპერაციაში.

„თქვენი ჯარები გამორჩეულად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას და დიდად ვაფასებთ თქვენს წვლილს. ეს არის თქვენი დამოკიდებულების ძლიერი დემონსტირება ტრანსატლანტიკური ალიანსის,  საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი. ასევე, მსურს ის პროგრესი აღვნიშნო, რომელსაც შიდა რეფორმების პროცესში მიაღწიეთ. ნატო-საქართველოს კომისია შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის პარტნიორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობისთვის“,- განაცხადა რასმუსენმა.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველომ უკვე დიდ პროგრესს მიაღწია.

„შეხვედრაზე საქართველოს მიმართ საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დავადასტურეთ. ჩვენ გვსურს ვიხილოთ, რომ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა პატივს სცემს. ასევე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ის, რაც ნატომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გადაწყვიტა - საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. მოხარული ვართ, რომ თქვენ უკვე დიდ პროგრესს მიაღწიეთ და კვლავაც დიდი სიამოვნებით გაგიწევთ დახმარებას რეფორმების პროცესში“,- განაცხადა რასმუსენმა.

Internet.ge

 

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ანაკლიაში საერთაშორისო ბიზნესფორუმი იმართება1
იუსტიციის სახლის თამაშის ახალი ეტაპი დაიწყო2
"მე-9 არხი" საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს სტუმრობდა3
რასმუსენი: ნატო-სა და საქართველოს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს4
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X