მმართველი
გუნდის წევრი კობა ხაბაზი ზოგიერთ ოპონენეტს ძაღლს ადარებს.
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, ჯონდი ბაღათურიას საპასუხოდ, ხაბაზმა ფსალმუნიდან ციტატა მოიყვანა, რომლის თანახმად – „კაცი პატივსა შიგან იყო და ვერ გულისხმაჰყო, ბაძავდა იგი პირიტყვსა უგონელსა და მიემსგავსა მას“.
„ბაღათურიამ საკუთარი გამოსვლისას ცხოველებზე და პირუტყვებზე ისაუბრა და მასაც გოეთეს გამონათქვამი გაახსენდა – თუ შენ მიზნისკენ მიდიხარ და ამ გზაზე ყველა ძაღლი, რომელიც შემოგყეფს შეჩერდები და ქვის სროლას დაუწყებ, მიზნამდე ვერასდროს მიაღწევ. რამდენი ძაღლიც შემოჰყეფთ, ნუ გავჩერდებით და ქვის სროლაში დროს ნუ დავკარგავთ, რადგან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩვენ, ძაღლების წკავ–წკავზე და მათთვის ქვების სროლაში დასაკარგი დრო არ გვაქვს, იმიტომ რომ მიზანი გვაქვს ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს აშენება“, – განაცხადა მან.
Internet.ge