თორდია: სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით, თარგამაძის განცხადება დანაშაულებრივია
მმართველი
გუნდის წევრის, ლაშა თორდიას
შეფასებით, ზოგიერთი პოლიტიკოსი საკუთარ თავს ადამიანის უფლებების დამცველად წარმოაჩენს, მაგრამ ამის ფონზე, ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებს.
როგორც
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, გიორგი თარგამაძის საპასუხოდ, თორდიამ განაცხადა, პარლამენტის წევრები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რითაც საზოგადოების წევრებს შორის რეალურად შუღლი ღვივდება.
თორდიას თქმით, რელიგიური მრწამსის გამო, სექსუალური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა აკრძალულია.
„ეს გარანტირებული უფლებაა, რომელიც ცივილიზებულმა სამყარომ დაამკვიდრა. საქართველოც ამ ცივილიზებული სამყაროს ნაწილია, რომლის ამოსავალი ფუძემდებლური ღირებულებები და ფასეულობები არის ის, რომ საქართველოში ყველა ადამიანი თანასწორია. ცემით, ლანძღვა–გინებით, ადამიანისთვის აზრის შეცვლა საქართველოში აკრძალული და მიუღებელია. პირველ რიგში, ეს პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტის წევრმა უნდა აიღოს, თუმცა რეალურად, გაკეთებული
განცხადებები საზოგადოებაში შუღლს აღვივებს, რაც გიორგი თარგამაძის მხრიდან დანაშაულია. ვფიქრობდი, რომ თარგამაძე იმის შესახებ ისაუბრებდა, რომ ყველა ადამიანი მისი რელიგიური და სხვა შეხედულების მიუხედავად, ტოლერანტული უნდა იყოს. სახელმწიფოში, სადაც თავისი კრიტიკული მოსაზრების საჯაროდ გამოხატვა ყველას შეუძლია, ძალოდობრივი ქმედებებით კონკრეტულ ადამიანებისთვის აზრის შეცვლის უფლება არავის აქვს“, – დასძინა მან.
Internet.ge