მმართველი გუნდის წევრი ნუგზარ წიკლაური საკონსტიტუციო
ცვლილებებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას არასერიოზულ
ნაბიჯად აფასებს.
წიკლაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო პროცესში მონაწილეობის
უფლება მიეცა, თუმცა თუ მას სურვილი არ აქვს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, ამას არავინ დააძალებს. წიკლაურის განცხადებით, პოლიტიკურ პროცესებთან
დაკავშირებით, საბოლოო ვერდიქტს ქართველი ხალხი ოქტრომბერში გამოიტანს.
უმრავლესობის წევრის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან
დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა ულტიმატუმის ენით დაიწყო საუბარი, თუმცა ქართული
სახელმწიფო ივანიშვილის ულტიმატუმს არ მიიღებს.
Internet.ge