საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ პეტრე ცისკარიშვილისთვის გაუგებარია,
თუ რა უნდა ბიძინა ივანიშვილს ხიდების ნგრევის გარდა.
როგორც ჟურნალისტებს ცისკარიშვილმა განუცხადა, ბიძინა ივანიშვილს
ამბიცია ჰქონდა უმრავლესობით მოსულიყო პარლამენტში, მაგრამ რეალურად, როცა საქმე საქმეზე
მიდგა, მას უნდა რომ თამაშიდან გავიდეს.
„ივანიშვილის ეს განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ მას პოლიტიკაში
მოსვლის დროს, არ ჰქონდა გააზრებული ქართულ პოლიტიკაში სრულყოფილად ჩართულიყო,
მისი მიზანი, მხოლოდ საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენა იყო. ხიდების ნგრევის
გარდა, რა უნდა ივანიშვილს, გაუგებარია,“ - განაცხადა ცისკარიშვილმა.
Internet.ge