GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს საგარეო უწყების დელეგაციამ ესპანეთში შეხვედრები გამართა
11:44 23.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, ესპანეთში იმყოფებოდა.

დელეგაციის ორდღიანი ვიზიტი, მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის ხელმძღვანელობით შედგა და დღეს დასრულდა.

დელეგაციამ შეხვედრები გამართა ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტროს საგარეო პოლიტიკის, გლობალური, მრავალმხრივი და უსაფრთხოების საკითხების გენერალურ დირექტორთან, სანტიაგო კაბანასთან, ესპანეთის სამეფოს კონგრესის დეპუტატებთან, მმართველი „სახალხო პარტიის“ წარმომადგენელთან, კონგრესის საკონსტიტუციო კომიტეტის სპიკერსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ესპანეთის დელეგაციის ხელმძღვანელ, პედრო გომეს დე ლა სერნასთან,  ასევე, კონგრესის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის სპიკერთან, სოციალისტური პარტიის ფრაქციიდან, ხუან მოსკოსოსთან.

შეხვედრებზე საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას და ამ მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალურ საკითხებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას, საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობას და საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

ესპანურმა მხარემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებისადმი.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„Tarmac at Dulles“-ის საერთაშორისო აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა1
პოლიციამ ლევან გაჩეჩილაძის შვილი დააკავა2
პატრიარქი სოზარ სუბარს შეხვდა3
სუბარი: სასჯელაღსრულების სისტემა იმაზე მეტად კორუმპირებული აღმოჩნდა, ვიდრე შევარდნაძის დროს4
ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომის შესახებ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X