მუბარაქის ჩამოგდებიდან 15 თვის შემდეგ, ეგვიპტეში პირველი თავისუფალი საპრეზიდენტო
არჩევნები იწყება.
12 კანდიდატს შორის არიან ისლამისტები და
გამოჩენილი პოლიტიკოსები, „არაბული გაზაფხულის“ მონაწილე ანტისახელისუფლებო
აქტივისტები და მუბარაქის ეპოქის მინისტრები.
ქვეყანაში 50 მილიონი ამომრჩეველია
დარეგისტრირებული. გამოკითხვების თანახმად, მათ მესამედს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია
საბოლოო არჩევანი რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ.
შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭოს
მეთაურმა პირობა დადო, რომ უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას და
უფლებამოსილების სამოქალაქო ხელისუფლებისთვის გადაბარებას, - იუწყება BBC.
ამ არჩევნებს უკვე უწოდეს ეგვიპტის ისტორიაში
ახალი ერის დასაწყისი. ეგვიპტელები თავიანთი 5 ათასწლიანი არსებობის ისტორიაში
პირველად ირჩევენ პრეზიდენტს დემოკრატიული კენჭისყრის საშუალებით.
თუკი პირველი ტური გამარჯვებულს ვერ
გამოავლენს, არჩევნების მეორე ტური 16 და 17 ივნისს დაინიშნება.
Internet.ge