ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ მისი გუნდის
ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ყველა პენსიონერი მინიმუმ 220 ლარს მიიღებს.
აღნიშნული განცხადება პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა ოზურგეთში,
მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა.
„ჩვენს
ქვეყანაში
სოციალური
რეფორმა განხორციელდება სწორედ იმ გეგმით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა პენსიონერს მინიმალური პენსია განესაზღვრება არანაკლებ საარსებო მინიმუმისა, არანაკლებ 220 ლარით“,
- განაცხადა
ირაკლი ალასანიამ.
შეხვერას ალასანიასთან
ერთად დავით
ბერძენიშვილი
და გუბაზ სანიკიძეც ესწრებოდნენ.
კოალიციის
პრესსამდივნოს
ინფორმაციით, ლიდერებმა
ოზურგეთელებს
„ქართული ოცნების“ განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და დასაქმების
პროგრამები
გააცნეს. ირაკლი ალასანიამ ოზურგეთელებთან ვრცლად ისაუბრა სოციალურ რეფორმაზე.
internet.ge