”ახალი
მემარჯვენეების”
ლიდერები: დავით გამყრელიძე და ფიქრია ჩიხრაძე დღეს პანკისის ხეობაში, სოფელ საკობიანოსა და დუისის მოსახლეობას შეხვდნენ.
პარტიის
პრესსამსახურის
ცნობით, საუბარი ”მემარჯვენეების” სოფლის პროგრამას და მოსახლეობის
პრობლემებს
შეეხო.
გამყრელიძის
განცხადებით,
პანკისის ხეობაში მცხოვრები გლეხები სასუქების და შხამ-ქიმიკატების მწვავე დეფიციტს განიცდიან. ამ პროდუქტებსა და საწვავზე ფასების ზრდის ფონზე მნიშვნელოვნად არის გართულებული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება.
”ჩვენ
გვაქვს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას არ გააჩნია სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია; ჩვენ გვაქვს ტრაქტორების საპრეზიდენტო პროგრამა, მაგრამ სოფლების აბსოლუტური უმრავლესობა ტრაქტორის გარეშეა დარჩენილი; ჩვენ გვაქვს სასუქის წარმოება, მაგრამ ქართულ სასუქზე გლეხებს ხელი არ მიუწვდებათ; ჩვენ გვაქვს ახალაშენებული საავადმყოფოები,
მაგრამ მათი მომსახურებით ადამიანების უმრავლესობა ვერ სარგებლობს.
ეს
ხელისუფლების
სოფლის მეურნეობის და სოციალური პოლიტიკის არაეფექტურობის და არათანმიმდევრულობის
ბრალია.”
- განაცხადა
დავით გამყრელიძემ.
მისივე
თქმით, მოსახლეობა ძალიან წუხს და უკმაყოფილებას გამოთქვამს სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების სიძვირის გამო. ხეობაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით,
ადამიანები
მოკლებულნი
არიან ელემენტარულ შესაძლებლობას, რაიონულ ცენტრში განთავსებულ საავადმყოფოში ექიმის კონსულტაციასა და მედიკამენტების შესაძენად ფული გადაიხადონ.
Internet.ge