ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოსეთში კრემლმა ახალი
კურატორები დანიშნა.
ამიერიდან, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების
საკითხებით რუსეთის ჯანდაცვის ყოფილი
მინისტრი - ტატიანა გოლიკოვა დაკავდება, რომელიც ამჯერად უკვე ვლადიმერ პუტინის
თანაშემწეა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აცნობა და განმარტება
გააკეთა, საერთოდ, რას გააკეთებენ პუტინის მრჩევლები და თანაშემწეები, რომლებიც,
ძირითადად, ძველი მინისტრები არიან.
internet.ge