ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნების
კენჭისყრის მეორე დღე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით დაიწყო. მოქალაქეები
დილიდანვე ცდილობენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, რადგან შუადღეს, მზეში, საარჩევნო უბნებთან ვრცელ რიგში დგომა გაუსაძლისია.
ეგვიპტელთა პირველი დემოკრატიული არჩევნები
კონკურენტ კანდიდატთა მომხრეების შეტაკებებით აღინიშნა. საარჩევნო უბნებთან
გამაფრთხილებელი სროლის ხმებიც ისმოდა, რათა მოჩხუბარი ამომრჩევლები დაეშალათ. მათ
ერთ-ერთ კანდიდატზე თავდასხმის მცდელობაც ჰქონდათ.
მუბარაქის ეპოქის ბოლო პრემიერს - აჰმედ შაფიკს,
მისმა მოწინააღმეგეებმა ქვები და ფეხსაცმელი ესროლეს. შაფიკმა თავის დაღწევა
დაცვისა და საკუთარი მომხრეების საშუალებით მოახერხა.
სადამკვირვებლო კომისიამ დარღვევის არაერთი
ფაქტი დააფიქსირა. მათ შორის, ყველა კანდიდატი შემჩნეულია საარჩევნო უბნებზე
აგიტაციაში.
არჩევნების მიმდინარეობისას ერთი კურიოზული
შემთხვევაც მოხდა: მიუხედავად იმისა, რომ მუბარაქი საპრეზიდენტო კანდიდატთა სიაში
არაა, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ყველა კანდიდატი გადახაზა და ხმა სწორედ ეგვიპტის
ყოფილ დიქტატორს მისცა.
internet.ge