საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ოპტიმიზმისა
და იდეალიზმის პირინციპების წყალობით, საქართველომ განიცადა ისეთი ტრანსფორმაცია,
რომელზე ოცნებაც კი შეუძლებელი იყო.
ამის შესახებ განცხადება პრეზიდენრმა რეიგანის ცენტრში სიტყვით
გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, საქართველო გახდა უფრო მეტი ვიდრე ქვეყანა, რომელმაც დემოკრატიული ღირებულებების გზა აირჩია.
„შემთხვევითი არ არის რომ რეიგანის ძეგლი ჩვენი ქალაქის ცენტრში დგას,
მისი ხედვა იყო ჩვენი მეგზური და რწმენა ჩვენი თაობისთვის, რომ ყველაფერი
შესაძლებელია. საქართველო გახდა უფრო მეტი, ვიდრე ქვეყანა.
პოსტსაბჭოთა სივრცეში ხალხი ფიქრობდა, რომ მხოლოდ ორი არჩევანი ჰქონდათ, პირველი - ეს იყო
ქაოსი 90-იანი წლების რუსეთის მსგავასად და მეორე იყო ის მეთოდი, რაც
პუტინმა დაამკვიდრა - ავტორიტარული მმართველობა, მაგრამ საქართველომ
აჩვენა, რომ მესამე გზაც არსებობს და ეს არის დემოკრატიული ღირებულებების გზა“,-
განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge