პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ვარაუდით, მომავალ პარლამენტში 21 წლის ასაკის
ორი-სამი ახალგაზრდა იქნება არჩეული.
როგორც
ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე ბაქრაძემ განაცხადა, მმართველ
გუნდს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ პარლამენტის წევრის ასაკმა 21 წლამდე დაიწია, თუმცა, გერმანიასა და ინგლისში 18 წლის ასაკიდან შეიძლება ადამიანი არჩეულ იქნეს დეპუტატად.
„თუ გერმანიში 18 წლის ასაკიდან შეიძლება პარლამენტის წევრის არჩევა, ვერავინ დამისაბუთებს, რატომ არ შეიძლება თუნდაც იმავე ასაკიდან, ან უკიდურეს შემთხვევაში, 21 წლის ასაკიდან საქართველოში პარლამენტის წევრი აირჩეს. ჩვენი ახალგაზრდა რითი არის უფრო შეუგნებელი და განუვითარებელი?
ეს გადაწყვეტილება იმას კი არ ნიშნავს, რომ შემდეგი პარლამენტი 21 წლის ახალგაზრდებით გაივსება, არამედ შეიძლება მომავალ პარლამენტში ორი-სამი ადამიანი იყოს არჩეული,
მაგრამ ეს არის სიგნალი თქვენს მიმართ, რომ თუ თქვენ იქნებით მოტივირებულები, თქვენთვის ყველა კარი არის ღია, მათ შორის პარლამენტის კარიც“, - განაცხადა სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ
საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირას დაამტკიცა, პარლამენტის
წევრობის ასაკობრივმა ცენზმა 25 წლიდან 21 წლამდე დაიწია.
Internet.ge