პარლამენტის
თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მომავალი თაობისთვის ხელისუფლების გადაბარებას 7–10
წელიწადში ვარაუდობს.
როგორც
ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე ბაქრაძემ განაცხადა, პოლიტიკაში პიროვნების შეცვლა ტრაგედია არ არის,
რადგან ეს დემოკრატიაა.
მისი
თქმით, როდესაც, მას შეცვლა მოუწევს, პრობლემა არ ექნება, რომ საკუთარი ადგილი დათმოს და საქმიანობა
სხვაგან გააგრძელოს.
„ჩვენ გვინდა, რომ ქვეყნის სათავეში, თქვენი თაობა რაც შეიძლება სწრაფად მოვიდეს. ჩვენი თაობა აუცილებლად წავა იმიტომ, რომ პოლიტიკაში მუდმივი ხელისუფლება არ არსებობს. ეს ხელისუფლება, დღევანდელ ღირებულებებზე გაზრდილმა თაობამ უნდა გადაიბაროს, რადგან ეს არის იმის პირობა და გარანტია, რომ ქვეყანა წინსვლას და განვითარებას გააგრძელებს“, -
აცხადებს ბაქრაძე.
სპიკერის შეფასებით, ქვეყანაში არის პოლიტიკური კლასი, რომელიც რეალურად, ამ ქვეყნის გუშინდელი დღეა და არ შეიძლება ერთსა და იმავე ადამიანებს
პრეტენზია ჰქონდეთ, რომ 20–25 წლის მანძილზე ქვეყნის მომავალს წარმოადგენდნენ.
„პოლიტიკაში 25 წლის მანძილზე ადამიანი უბრალოდ ცვდება, როგორც მორალურად, ისე ღირებულებებით და ცოდნით, ამიტომ პოლიტიკაში მუდმივად ახალი თაობა
უნდა მოდიოდეს. ჩემი თაობა, როდესაც იგრძნობს, რომ ვადა გაგვივიდა, წავალთ და თაობა, რომელსაც ქვეყანა უნდა გადავაბაროთ,
ეს თქვენ ხართ – ვინც თავისუფალი პატრიორული მენტალიტეტით მოდის. როცა მე ვამბობ, რომ თქვენი თაობა ხელისუფლებას გადაიბარებს, მე არ ვლაპარაკობ 30–40 წლის პერსპექტივაზე, ეს შეიძლება სულ რაღაც 7-10 წელიწადში მოხდეს, ეს დრო კი ზალიან სწრაფად გადის. ამიტომ, მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენ უნდა იყოთ ის თაობა, რომლიც ამ ქვეყანას წინ წაიყვანს და რომელიც, საბოლოოდ ძალიან ბევრ იმ რეფორმას დაასრულებს, რომელიც ჩვენ დავიწყეთ“, - განაცხადა ბაქრაძემ.
Internet.ge