საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2008
წელს, როდესაც რუსები დედაქალაქს უახლოვდებოდნენ, პრეზიდენტ ბუშის განცხადებიდან
20 წუთის შემდეგ, ჯარები შეჩერდნენ, რაც აშშ-ის ძალაუფლებასა და მსოფლიოში მის
გავლენას ადასტურებს.
ქვეყნის პირველმა პირმა დღეს, რეიგანის ფონდში სიტყვით გამოსვლისას,
აგვისტოს ომის დროს განვითარებული მოვლენების შესახებაც ისაუბრა.
მისი თქმით, რუსების მთავარი მიზანი, საქართველოს სრული განადგურება
იყო.
„როდესაც
ისინი საქართველოში შემოიჭრნენ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მათ ჰკითხა, რა იყო მიზანი, რაზეც პასუხი იყო მარტივი - საქართველოს სრული განადგურება. ეს ვიცი დანამდვილებით, რადგან მე ამ დროს ამერიკის ელჩთან ვიყავი, რომელიც ლავროვს ესაუბრებოდა.
რუსებმა
არ დაბომბეს აეროპორტი და გახსნილი დატოვეს აზერბაიჯანისკენ
მიმავალი გზა, რადგან ამით მიმანიშნებდნენ, რომ ქვეყანა დამეტოვებინა“,-
განაცხადა სააკაშვილმა.
internet.ge