ბაქრაძე: საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის თავისუფლების, სიხარულისა და პასუხისმგებლობის დღე
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარემ
აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის თავისუფლების, სიხარულისა და
პასუხისმგებლობის დღე.
დავით ბაქრაძემ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე
მიულოცა და განაცხადა, რომ ეს დღე ყველა ქართველმა, ყველა პატრიოტმა უნდა იზეიმოს.
„ამავე დროს, ეს არის თარიღი, რომელიც მუდამ უნდა გვახსოვდეს. მუდამ
უნდა გვახსენებდეს იმას, როგორი რთული დღეები გამოვიარეთ თავისუფლებისთვის. ქართველმა
ერმა უნდა გავიზიაროთ თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა ეს დღე. განსაკუთრებით,
ჩვენმა პოლიტიკურმა თაობამ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე საფრთხეში აღარ არის.
26 მაისი არის თავისუფლების, სიხარულის და პასუხისმგებლობის დღე,“ - განაცხადა
ბაქრაძემ.
internet.ge