ქუთაისის ახალ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არსებულ პრობლემებს შეეხო, რომელთა შორის უმთავრეს საკითხად უმუშევრობა და ოკუპაცია დაასახელა.
„ჩვენ გაცილებით მეტი გვაქვს სამუშაო. მიუხედავად იმისა, რომ
დღევანდელი დღე სიხარულით და ბედნიერებითაა სავსე ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ხალხი
ჯერ კიდევ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და ის, რაც გავაკეთეთ ძალიან ცოტაა.
ძალიან ბევრი ადამიანი უმუშევრად არის დარჩენილი და ეს ჩვენი პრობლემაა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა იზრდება, უამრავ ოჯახს ჯერაც უმძიმესი
მდგომარეობა აქვს. მათ შორის ქუთაისში. ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერაც
ოკუპირებულია. სანამ საქართველოში დევნილები გვყავს, ყველანი დევნილები ვიქნებით,“-
განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ახალ პარლამენტში
რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
Internet.ge