საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის განცხადებით, ნატოს
წევრობისკენ, ჩიკაგოს სამიტის დროს საქართველომ მორიგი მნიშვენლობანი ნაბიჯი
გადადგა.
ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა დღეს, ქუთაისში ახალ
პარლამენტში საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
სააკაშვილის თქმით, სამიტის ფარგლებში საქართველო განსაკუთრებული
ყურადღების ცენტრში იყო.
„მე მივხვდი, რომ ნატოს წევრობის გეგმა ძალიან რეალისტურია. ამ
წინსვლის მიუხედავად კი, საქართველოს შენების პროცესი დასრულებისგან ჯერ კიდევ
შორსაა. ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვაქვს ასაშენებლი, ვიდრე ეს დღეს კეთდება. ჩვენ
ვიზიდავთ ახალ ინვესტიციებს, იზრდება ქვეყნის ეკონომიკა, მაგრამ ვიცი, რომ უამრავი
ადამიანი და ოჯახი მომჭირნეობით ცხოვრობს, მათი ყველას ბედი ჩვენთვის
მნიშვნელოვანია“,- განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge