საქართველოს
შეიარაღებული
ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძემ საზეიმო მსვლელობის დაწყების ბრძანება გასცა.
სამხედრო მსვლელობას, წელს პირველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასულე
ორკესტრთან ერთად აკომპანიმენტს 5 მეგობარი ქვეყნის: ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების
ორკესტრები უწევს.
სამხედრო
აღლუმი გახსნა მედროშეთა კოლოფმა, რომელსაც გაერთიანებული შტაბის
უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი
წარუძღვა. კოლოფი საქართველოს სახელმწიფო და შეიარაღებული ძალების
სხვადასხვა სახეობებისა და გვარეობების დროშებს
გამოიტანს. მედროშეთა კოლოფი დაკომპლექტებულია სარიტუალო ასეულის შემადგენლობისგან.
მედროშეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები მიყვებიან.
კადეტების შემდეგ საზეიმო მსვლელობას გააგრძელებენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელები. აკადემიის სასწავლო სისტემის რეფორმირების შემდეგ ისინი პირველად მიიღებენ აღლუმში
მონაწილეობას.
Internet.ge