პრეზიდენტმა ღირსების საპრეზიდენტო ორდენით სამოქალაქო და სასულიერო პირები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის ბრწყინვალების
ორდენით სასულიერო და სამოქალაქო პირები დააჯილდოვა.
სამშობლოს აღორძინებისა და მისი კეთილდღეობისათვის გაწეული
სამსახურისთვის პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდნენ: ერის სულიერი
აღორძინების საქმეში შეტანილი წვლილისთვის- მეუფე კალისტრატე, ნაყოფიერი
საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის- ზურაბ ქაჯაია, სახვითი ხელოვნების გამორჩეული
ნიმუშების შექმნისათვის- მოქანდაკე გიორგი კიკვაძე, საქართველოს ისტორიის კვლევის
საქმეში შეტანილი წვლილისთვის- ქუთაისის
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი-ომარ ლანჩავა, ჯანმრთელობის საქმეში შეტანილი
წვლილისთვის- ექიმი ომარ იბრაძე, აქტიური საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის,
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი- გიორგი ღავთაძე, პროგრამა „ასწავლე
და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ წარმატებით განხორციელებისთვის მაია სიფრაშვილი,
პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ განხორციელებისთვის შეტანილი
საქმისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო
გეგმების და ზოგადი განათლების დეპარტამენტი- ანა ქებაძე, მუსიკისა და თეატრის განვითარების
საქმეში შეტანილი წვლილისათვის რეჟისორი-დავით დოიაშვილი, ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციის
საქმეში შტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის- ზაზა კორინთლი, ფოლკლორის ეროვნული
ცენტრის დირექტორი- გიორგი უშიკიშვილი, ქუთაისის პარლამრენტის მშენებლობისთვის და
სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის- რამაზ ნიკოლაიშვილი და მისი მოადგილე ლაშა
მგელაძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარებისთვის - დავით სირაძე.
რაც შეეხება ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის დროს დაჭრილ ვიცე-პოლკოვნიკ
ალექსანდრე ტუღუშის მშობლებს, პრეზიდენტმა მათ გმირის აღზრდისთვის, ბრწყინვალების
ორდენი თავად გადასცა.
Internet.ge