კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა თავისუფლების მოედანზე
სამანქანო გზა გადაკეტეს. ნაწილობრივ გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.
ამ წუთებში თბილისის სამი უბნიდან კოლიაციის მხარდამჭერებმა დედაქალაქის
მთავარი მოედნისკენ გადაადგილება დაიწყეს. ვაკის პარკთან მათ ძმები - ლევან და
გიორგი გაჩეჩილაძეები შეუერთდნენ.
15:00 საათზე, აქციაზე შეკრებილებს სიტყვით „ქართული ოცნების“ ლიდერი -
ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.
რაც შეეხება საპატრულო პოლიციას, სამართალდამცავები ამ დროისთვის
აღნიშნულ პერიმეტრზე არ გამოჩენილან.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული აქცია დღესვე უნდა
დასრულდეს.
internet.ge