ზვიად ზვიადაურის განცხადებით, „ქართული ოცნების" მიერ დაწყებული
ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება.
ზვიადაურმა „ინტერნეტ.ჯი“-ს კითხვაზე, რა ფუნქცია ექნება მას პარტიაში
და რას გააკეთებს, განაცხადა, რომ ამაზე კომენტარი არ აქვს.
„მთავარი ის არ არის მე რატომ მოვედი აქ, გაიხედეთ გვერდით რამდენი
ათასი ადამიანი უჭერს ივანიშვილს მხარს, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს დაწყებული
ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“,- განაცხადა ზვიადაურმა.
internet.ge