ივანიშვილი: ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ დაფინანსდება
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,
მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ
დაფინანსდება და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ხელფასებს საზოგადოება აღარ გადაუხდის.
„თუ მათ ექნებათ საწინააღმდეგო განწყობა, საზოგადოება მათ ხელფასებს
არ გადაუხდის. ასევე გია ნოდია ვერ იქნება ისეთი დემაგოგი, როგორიც დღეს არის და
მას დახვეწა მოუწევს. თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლობის ყველა თანამშრომელი
ტელევიზიაში დარჩება, ჩვენ არავის ვემუქრებით გათავისუფლებით, თუმცა ისინი
იძულებულნი იქნებიან საზოგადოებას მოერგონ“,- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, გუშინ პირველი არხის ეთერით გასულ გადაცემაში
ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ წყენა ვერ დამალა.
„ამდენი ხალხი მოვიდა და მან წყენის დამალვა ვერ მოახერხა, დაავიწყდა,
რომ ის საზოგადოებრივი არხის წარმომადგენელია“,- დასძინა „ქართული ოცნების“
ლიდერმა.
Internet.ge