„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა
ნათელაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ გუშინ გამართულ აქციას „ამაოების სპექტაკლს“
უწოდებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე ხალხი
დასათვლელად გამოიყვანა. აღნიშნული განცხადება პარტიის ლიდერმა დღეს, სპეციალურ
ბრიფინგზე გააკეთა.
ნათელაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა „ლეიბორისტების“ დაგეგმილი აქცია ჩაშალა.
„ივანიშვილმა პოლიტიკოსთა ყიდვა-პარალიზებით ჯერ მოღალატეობრივად
ჩაშალა რეჟიმის მოსაცილებლად დაწყებული დიდი სახალხო ქუჩის წინააღმდეგობის პროცესი, ხოლო გუშინ, დასათვლელად და დასაშლელად ხალხს საქონელივით რუსთაველზე გამოუძახა.
"საუბედუროდ,
კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ მთელ დედამიწას, რომ ფულზე აცუნდრუკებული ერი ვართ, რომელიც როცა სამშობლოს ართმევენ და შვილებს უკლავენ სახლში ზის, ხოლო ფულის ტომრების დასტვენაზე ქუჩაშია“,-
განაცხადა ნათელაშვილმა.
მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლის
შემთხვევაში საქართველოსგან მოგონება დარჩება.
„ჩვენ ძალიან მალე საქართველოსგან მოგონებაღა დაგვრჩება. გაიგეთ, ივანიშვილ-ბერძენიშვილ-უსუფაშვილების და სხვათა მხარდაჭერა სააკაშვილის ყულაბაში ჩაგდებული იუდას ვერცხლია და მეტი არაფერი“,-
განმარტა პარტიის ლიდერმა.
internet.ge