პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აქციების გამართვაში დრამატულს
ვერაფერს ხედავს.
როგორც ჟურნალისტებს ბაქრაძემ განუცხადა, გუშინ არც პირველი და არც
ბოლო აქცია გამართულა, რადგან აქცია დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია.
მისი შეფასებით, პოლიტიკოსების ძალა აქციებით არ განისაზღვრება და
ხელისუფლება ქვეყნის მშენებლობას კვლავ გააგრძელებს, რომ ხალხს ქუჩაში გამოსვლის
საჭიროება აღარ ჰქონდეს.
ბაქრაძის თქმით, ის აქციების გამართვაში დრამატულს და უარყოფითს
ვერაფერს ხედავს.
Internet.ge