პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანი მოვლენაა.
როგორც ჟურნალისტებს კლინტონის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, ბაქრაძემ განუცხადა, ეს ვიზიტი იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა არათუ გრძელდება, არამედ ღრმავდება კიდეც.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, მაღალი დონის ვიზიტების ასეთი რაოდენობა იმაზე მიანიშნებს, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობის დინამიკა დადებითია და რომ, აშშ საქართველოს მთავარ მოკავშირედ რჩება.
რაც შეეხება ინფორმაციას, „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისა და კლინტონის მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ბაქრაძე არ ფლობს.
„ჰილარი კლინტონის მთვარი ამოცანაა, რომ საქართველოში, საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში ჩამოვიდეს. კლინტონი შესაბამისი ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს და ბუნებრივია, რომ საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება“, – დასძინა მან.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კავკასიური ტურნეს ფარგლებში 5 ივნისს საქართველოს ეწვევა.
Internet.ge