პარლამენტის
ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით,
„ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად მოგვიანებით გამოაცხადებს.
როგორც
ჟურნალისტებს მაჭავარიანმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმის მიხედვით მუშაობს და მმართველი გუნდი კამპანიის გამოცხადებას არ
ჩქარობს.
„ამ გეგმის მიხედვით, მთავარია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაინახონ – ვინ არის ქვეყანაში არსებული პრობლემების მომგვარებელი. დეპუტატები გაჩერებულები იყვნენ და შეხვედრებს არ მართავდნენ. ალბათ, ივნისის ბოლოს საქართველოს ყველა რეგიონში გვექნება შეხვედრები“, –
დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ
„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ, საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა.
Internet.ge