საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ყველაფერი რაც ქვეყანაში კეთდება,
ხალხის კეთილდღეობას ემსახურება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბნელეთის მოციქულები, ვერანაირი მექანიზმებით,
ტყუილებით, მოსყიდვებით და შელოცვებითა ხალხს უკან ვეღარ დააბრუნებენ.
ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა ქუთაიში ახალი კლინიკის
გახსნისას გააკეთა.
მისი თქმით, ახალი საშუალებები გაჩნდება, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრი
რამ კეთდება.
„ქუთაისში ყველა ისე არ ცხოვრობს, როგორც პარლამენტი არის მოწყობილი,
ვიცი, რომ წყალი არის გრაფიკით და მარტო ფასადებით საყოფაცხოვრებო პრობლემები არ
წყდება, მაგრამ საიდანღაც უნდა დავიწყოთ. მე მინდა ყველა ქუთაისელი იყოს ამაყი და
არსად მოუნდეს წასვლა“,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, არ არის აუცილებელი სოფლიდან ყველა ქალაქში
ჩამოვიდეს, რადგან ადგილზე ყველაფერი
გაკეთდება, იმისათვის რომ ადგილობრივებმა თავი კარგად იგრძნონ.
სააკაშვილმა მოსახლეობას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ერთად გადავლახავთ უმუშევრობას, ვიცი, ყველაზე მეტი პრობლემა
ამ კუთხით არის, თუმცა ერთად ყველაფერს გავაკეთებთ. ქუთაისში არის საქართველოს
ყველაზე კულტურული გული. ქუთაისს ვუბრუნებთ იმას, რაც მას სამართლიანად
ეკუთნოდა“,- განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge