საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო
რეგიონის ცენტრი ხდება.
როგორც დღეს, ქუთაისში ყოფნისას სააკაშვილმა განაცხადა, მისი მიზანია
ქვეყანაში უმუშევარი და უპერსპექტივო ადამიანები აღარ არსებობდნენ.
„ყველაფერი უნდა განვავითაროთ გარშემო. ის, რაც ახალ ხდება, მხოლოდ დასაწისია.
მე არ მივეკუთნები სხვა პოლიტიკოსებს, რომელებიც საკითხებზე გადაჭრით საუბრობენ,
მაგრამ მე არც ერთი ჩემი სიტყვა არ დამირღვევია და ამ დაპირებასაც შევასრულებ.
ჩვენი მატარებელი სვლას აგრძლებს, რომელიც წაგვიყვანს ზღვისკენაც და ევროპისკენაც,
ჩვენი წინსვალ გრძელდება და ის მშვიდობიანად დასრულდება,“- განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა დღეს, ქუთაისში ახალი კლინიკა გახსნა და
მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
Internet.ge