GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ობამას სენატორები აუმხედრდნენ
14:50 29.03.2012
დღის სიახლეები

სეულის ბირთვულ სამმიტზე აგორებული სკანდალი ბარაკ ობამასა და დიმიტრი მედვედევს შორის გამართული გახმაურებული დიალოგის შესახებ, ღრმავდება.
ობამას 40 რესპუბლიკელი სენატორი აუმხედრდა, რომლებმაც პრეზიდენტს წერილი-ულტიმატუმი გაუგზავნეს. ისინი ობამას აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ღალატში ადანაშაულებენ. ეს ბრალდება აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ, უკვე რესპუბლიკელების მთავარ იარაღად იქცა.

სენატის რესპუბლიკელთა ფრაქციამ, თითქმის ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ოაბასადმი მიმართვას. ისინი მოითხოვენ პრეზიდენტისგან, არ გადადგას შემხვედრი ნაბიჯები მოსკოვთან ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით.
„ამერიკელების აზრის უგულებელყოფა ამ მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება“ - წერენ მიმართვის ავტორები.

მართალია, ბარაკ ობამამ სეულის სკანდალური დიალოგის მეორე დღესვე გააკეთა განცხადება, რომ არ აპირებს რუსეთთან თანამშრომლობის დეტალები დაუმალოს ამერიკელებს, მაგრამ მისმა მოწინააღმდეგემ მომავალ საპრეზიდენტი არჩევნებში - რესპუბლიკელმა მიტ რომნიმ, თემა მაქსიმალურად გაამწვავა. და არა მარტო ობამას მიმართ. რომნიმ რუსეთს აშშ-ის „ნომერ პირველი გეოპოლიტიკური მტერი უწოდა“. მოგვიანებით კი, ჟურნალ Foreign Policy-ში დაწერა, რომ „რუსებს, აშკარად სურთ საქმე ჰქონდეთ თეთრი სახლის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან“. მან ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის საკითხში, აშშ-ის ადმინისტრაციის მოსკოვისადმი მიდგომას „კაპიტულანტური დათმობაც“ უწოდა.

თუმცა კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა, ასევე რესპუბლიკელმა ჯონ ბონერმა, რომნი „შეარცხვინა“, რადგან მან თავს უფლება მისცა  პრეზიდენტი საზღვარგარეთული ვიზიტის დროს გაეკრიტიკებინა, იმ მომენტში, როცა ის სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

ოთხშაბათს კი, რიგმა სენატორებმა ვაშინგტონის პოლიტიკურ მიმომხილველს ჯოშ როგინს, რომელსაც ჟურნალ Foreign Policy-ის საიტზე ბლოგი მიჰყავს, განუცხადეს, რომ არ ეთანხმებიან რომნის და არ თვლიან რუსეთს აშშ-ის მტრად.
სენატის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი ჯონ კერი თვლის, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც ამას რომნი წარმოაჩენს.

დამოუკიდებელმა სენატორმა ჯოზეფ ლიბერმანმაც არ გაიზიარა რომნის პოზიცია, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთში „დემოკრატიის დეფიციტია“.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
"ქართული ოცნების” აქტივისტს ოპონენტის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ1
ილია მეორე: მინდა მივმართო ხელისუფლებას ახლად დაპატიმრებულები გამოუშვან2
მეტროში ქალი მგზავრებს დანით თავს დაესხა3
მაია ფანჯიკიძე: თელავში „ქართული ოცნების“ აქციის შემდეგ კოალიციის სამი მხადამჭერი დააკავეს4
მადონამ რუსეთის ხელისუფლება გაანაწყენა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X