კავკასიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი საქართველოს 11 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
„საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ“ იტყობინება, რომ აპატურაი საქართველოში დაგეგმილ ნატოს კვირეულთან დაკავშირებით ჩამოდის, რომელიც 11-16 ივნისს გაიმართება.
მათი
ინფორმაციით, ნატო-ს კვირეული თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება, სადაც აპატურაი ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იქნება.
ამას გარდა, აპარტურაი შეხვედრას გამართავს თავისუფალ უნივერსიტეტში. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.
შეგახსენებთ,
რომ ნატო-ს კვირეული საქართველოში ყოველწლიურია და წელს უკვე მეხუთედ იმართება. ნატო-ს დღეები, როგორც წესი, შემოდგომაზე ტარდება, მაგრამ იმის გამო, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოში არჩევნებია დაგეგმილი, ნატო-ს კვირეულმა ზაფხულში გადმოიწია.
internet.ge