მცხეთის შტაბი, რომელსაც ამ დრომდე ვაჟა თათარაშვილი ხელმძღვანელობდა
15-მდე აქტვისტმა დატოვა. მიზეზი შტაბის ახალი ხელმძღვანელი მადონა ჯიქიაა.
ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ აქტივისტთა რიგების დატოვების მიზეზად
ჯიქიას მმართველ პარტიასთან თანამშრომლობას ასახელებენ.
„ინტერნეტ.ჯი“ დაუკავშირდა ვაჟა თათარაშვილს, თუმცა მან ჩვენთან
გასაუბრება ვერ შეძლო.
თათარაშვილის მეუღლემ დაკავებული დანამდებობიდან მისი გაშვება დაგვიდასტურა.
„ვაჟას ახლა საუბარი არ შეუძლია, მას გული აწუხებს. ეს წუთია
დამაშვიდებელი დალია." - განგვიცხადა
თათარაშვილის მეუღლემ.
განმეორებითი ზარის შემდეგ კი გვითხრა, რომ ვაჟა თათარაშვილი კვლავ
შეუძლოდ არის და ვერ მოახერხებს საუბარს.
„ინტერნეტ.ჯი“ დაუკავშირდა ასევე თათარაშვილის მეგობარს და „ეროვნული
ფორუმის“ ერთ-ერთ ლიდერს - რეზო შავიშვილს.
შავიშვილი ‘’ინტერნეტ.ჯი"-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თათარაშვილს
აქვს ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამდენიმე ოპერაცია აქვს გადატანილი
გულზე, რის გამოც გადაიღალა და ვეღარ შეძლო მუშაობის გაგრძელება.
კითხვაზე, იყო თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილი მაშინ, როდესაც
ის მცხეთის ოფისის ხელმძღვანელად დანიშნეს, შავიშვილმა განაცხადა, რომ თათარაშვილს
პრობლემები შემდეგ შეექმნა.
„ინტერნეტ.ჯი“-მ გადაამოწმა შავიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და
გაირკვა, რომ ვაჟა თათარაშვილს არცერთი ოპერაცია არ გაუკეთებია მას შემდეგ, რაც ის
მცხეთის ოფისის ხელმძღვანელად დანიშნეს.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის შტაბი 2012 წლის 7 მარტს გაიხსნა. ოფისის
გახსნას კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, თინა ხიდაშელთან,
ზვიად ძიძიგურთან და „ეროვნული ფორუმის“ ლიდერებთან ერთად დაესწრო.
internet.ge