საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
ლატვიის პრეზიდენტს - ანდრის ბერჟინს შეხვდა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა, მიხეილ სააკაშვილის
ლატვიაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ერთობლივი
განცხადებების გაკეთება იგეგმება.
ვიზიტის
ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი შეხვედრებს გამართავს ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ვალდის დომბროვსკისთან,
სეიმის თავმჯდომარესთან
სოლვიტა აბოლტინასთან და ქვეყნის სხვა ოფიციალურ პირებთან.
ამას
გარდა, მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმში და ეწვევა ლატვიის უნივერსიტეტს, სადაც დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა.
ქვეყნის
პირველი პირი სხვა ოფიციალურ და კულტურულ ღონისძიებებს დაესწრება, მათ შორის, რიგაში იგი შოთა რუსთაველის ბარელიეფს გახსნის და ISAF-ის პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის ამსახველ ფოტოგამოფენას დაათვალიერებს სახელწოდებით „ერთად საერთო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის
- საქართველო
ISAF-ში“.
საქართველოს
პრეზიდენტი
და პირველი ლედი ლატვიაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.
internet.ge