GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სააკაშვილი: რამდენიმე დღეში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას გამოვაცხადებთ
10:18 30.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გახდება ცნობილი.

ამის შესახებ განცხადება, სააკაშვილმა ლატვიის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, რამდენიმე წელიწადში ქართველები ყველა ევროპულ ქვეყანაში ვიზის გარეშე იმოგზაურებენ.

„ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს დავასრულებთ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე მუშაობას, რამდენიმე დღეში კი გამოვაცხადებთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას. ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე წელიწადში ქართველები ყველა ევროპულ ქვეყანაში ვიზის გარეშე იმოგზაურებენ. ეს არის ჩვენი ძლიერი რეადმისიის პოლიტიკის და დანაშაულთან ბრძოლის შედეგი. ამიტომ, ჩვენ გვინდა თქვენი გამოცდილება გავიზიაროთ ევროინტეგრაციის მხრივ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის განცხადებით, საქართველომ ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, დიდი შექება დაიმსახურა.

„ჩვენი ქვეყანა იყო ყურადღების ცენტრში. როგორც იქ ითქვა, მომდევნო სამიტზე შეიძლება მოხდეს გაფართოება. ამ კონტექსტში საქართველოს მკაფიოდ  მოიხსენიებდნენ, როგორც სასურველ კანდიდატს. ეს ჩვენთვის დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებაა“,- განაცხადა სააკაშილმა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიაციამ ახალი ვირუსი აღმოაჩინა1
მეცნიერებმა შიდსის მსგავსი დაავადება აღმოაჩინეს2
პოლიციის შენობები, რომელმაც ეგვიპტელი ჟურნალისტი აღაფრთოვანა3
შსს-ს ორი თანამშრომელი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა4
ბაჩო ახალაია: გადაბარების პროცესი მშვიდად რომ დასრულებულიყო ქვეყანა უნდა დამეტოვებინა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X