პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ, მსოფლიოს მშვიდობის ფედერაციის (UPF) დელეგაციის წევრებს, დეოკუპაციის მიმართულებით ხელისუფლებისა და კომისიის საქმიანობა გააცნო.
თავის
მხრივ, შეხვედრაზე, მსოფლიოს მშვიდობის ფედერაციის პრეზიდენტმა, თომაშ უოლშმა ფედერაციის საქმიანობაზე ისაუბრა და საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების დასაძლევად, მხარდაჭერა გამოხატა.
მალაშხიას თქმით, მსოფლიოს მშვიდობის ფედერაცია არის ორგანიზაცია, რომელიც სამშვიდობო პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს.
„მსოფლიოს მასშტაბით მსოფლიოს მშვიდობის ფედერაციის 55–მდე ოფისი ფუნქციონირებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს მშვიდობის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიული საკითხების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს. იცოდნენ – საქართველოში, რა მოხდა და დღეს რა ხდება, ასევე საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხის გადასაჭრელად რას აკეთებს“,
– დასძინა დეპუტატმა.
internet.ge