„ქდმ“ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა პრობლემების მოგვარებას ითხოვს
„ქრისტიან–დემოკრატები“
ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებენ – კოორპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებისთვის,
სასწრაფოდ შეიმუშაოს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულთა პრობლემების
მოგვარება მოხდება.
როგორც დღეს გამართულ
პრესკონფერენციაზე, ფრაქციის თავმჯდომარე, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, პრობლემების
ნაწილი დაუმთავრებელი საცხოვრებელი კორპუსების დასრულებას უკავშირდება, ნაწილი კი,
დაზარალებულებისთვის სახელმწიფოს მიერ დაპირებული მიწის ნაკვეთების გადაცემას.
მისი თქმით, ასევე
პრობლემად დგას უკვე გადაცემული ფართების დაკანონება და დაზარალებულებისთვის
ფულადი კომპესაციით უზრუნველყოფა.
„გუშინ, ფინანსთა
სამინისტროსთან ჩატარებულ აქციაზე, აქციის მონაწილეებმა უწყებისგან დაპირება
მიიღეს, რომ უახლოეს დღეებში, აღნიშნულ საკითხზე,
მოლაპარაკებები დაიწყება და დაზარალებულ პირებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართება“, – დასძინა მან.
internet.ge