ამერიკელი
სენატორი რიჩარდ დურბინი დღეს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც
შეხვედრის დასრულების შემდეგ სენატორმა განაცხადა, ყველა თანხმდება იმ საკითხზე,
რომ არჩევნები ღია, თავისუფალი და გამჭირვალე უნდა იყოს.
მისი თქმით, არჩევნებში საბოლოო სიტყვა უნდა
თქვას ქართველმა ამომრჩეველმა და არა რომელიმე ქვეყნის სტუმარმა, დამკვირვებელმა ან ვიზიტორმა.
„ეს არის
არჩევნები, რომელშიც საბოლოო გადაწყვეტილება ქართველ ხალხს
ეკუთვნის. არჩევნების პერიოდში კი, მედია
უნდა იყოს აბსოლუტურად თავისუფალი და ხელმისაწვდომი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთან 500-მდე არხი
ფუნქციონირებს და დღესდღეობით ვითარება ისეთია, რომ კანდიდატს, რომელსაც ყველაზე მეტი
ფული აქვს, შეუძლია ყველაზე მეტი საეთერო დრო იყიდოს. იმედი
მაქვს, ეს ვითარება არ იქნება საქართველოში, უნდა იყოს ის გარემო,
სადაც ნებისმიერ კანდიდატს შეეძლება თავისუფლად გამოთქვას საკუთარი შეხედულება“,- განაცხადა
სენატორმა.
internet.ge