ფანჯიკიძე: ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პარლამენტის ქუთაისში გადატანა გადაიხედება
ივანიშვილის პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის შეფასებით, პარლამენტის
ქუთაისში გადატანა, ხელისუფლების მხრიდან დაუფიქრებელი ნაბიჯია, რომელიც ახალი
ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გადაიხედება.
როგორც ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,
პარლამენტის გადატანა ერთ დღეში მისაღები გადაწყვეტილება არ არის.
ჟურნალისტის კითხვაზე, იზარებს თუ არა კოალიცია პაატა ზაქარეიშვილის
მოსაზრებას, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობა საკონცერტო დარბაზად უნდა
გადაკეთდეს, ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის გადატანა მათი ხელისუფლებაში
მოსვლის შემდეგ აუცილებლად გადაიხედება.
„პარლამენტის შენობის გადატანა, ხალხის გადასაწყვეტია. ჩვენ კი გვაქვს
უფლება ეჭვი შევიტანოთ ხელისუფლების გადაწყვეტილების გონივრულობაში. რაც შეეხება
მშვიდობის ხიდის საკითხს, სოციალურ ქსელში ამ საკითხზე უკვე მიმდინარეობს
გამოკითხვა და თუ მოსახლეობა მოიწონებს ამ ხიდს, მას ხელს არავინ ახლებს. ჩვენ
შენების წინააღმდეგი არ ვართ, უბრალოდ ყველაფერი გონივრულად უნდა გადაწყდეს“,-
განაცხადა ფანჯიკიძემ.
ივანიშვილის პრესსპიკერმა აღნიშნულ პროექტებს გაურკვეველი და უაზრო უწოდა.
internet.ge