ვლადიმერ პუტინს ადამიანის
უფლებათა საპრეზიდენტო საბჭო ეშლება. საბჭოს მისი გაპრეზიდენტებიდან დღემდე
ნელ-ნელა ტოვებენ წევრები. 6 ადამიანს განცხადება უკვე ოფიციალურად აქვს
გაკეთებული.
საბჭოდან გავლენ ჟურნალისტი ლეონიდ რაძიხოვსკი, თანხმობის დაცვის
ფონდის პრეზიდენტი ალექსეი სიმონოვი, ნაციონალუი პროექტის „სამოქალაქო შეთანხმება“
ინსტიტუტის პრეზიდენტი ალექსანდრ აუზანი, მეგაპოლიუსის ჰუმანიტარული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი ტატიანა მალევა და
ეთნოპოლიტიკური და რეგიონალური კვლევების ცენტრის უფროსი ემილ პაინი.
უახლოეს მომავალში კი საბჭოს, სავარაუდოდ, გამოეთიშება დემოკრატიისა და ადამიანის
უფლებათა განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ჯიბლაძეც.
ჯერ კიდევ მაისში საბჭოდან წავიდა Transparency International-ის რუსეთის განყოფილების ხელმძღვანელი ელენა პანფილოვა
და პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინი. ორეშკინმა მიზეზი ღიად დაასახელა, როცა
განაცხადა, რომ არ სურს იმუშაოს პრეზიდენტთან „რომლის ლეგიტიმურობასაც ის საეჭვოდ
მიიჩნევს“.
2011 წლის დეკემბერში საპრეზიდენტო საბჭო დატოვეს ჟურნალისტმა
სვეტლანა სოროკინამ და უფლებადამცველმა ირინა იასინამ. მათი თქმით, ამის მიზეზი
სახელმწიფო დუმის არჩევნების ფალსიფიცირება იყო.
თავად საბჭოს ხელმძღვანელი მიხაილ ფედოტოვი აცხადებს, რომ საბჭოდან მაშინ წავა, თუ მას 20-ზე მეტი
თანამშრომელი დატოვებს.
internet.ge