პარლამენტის
თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი
კლინტონის სტუმრობას პოზიტიურად აფასებს და იმედს გამოთქვამს, რომ ვიზიტი კარგად
ჩაივლის.
როგორც ბიუროს დღევანდელ
სხდომაზე, სპიკერმა განაცხადა, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლიტიკური
დატვირთვის გამო, არამედ იმ კონკრეტული საკითხების გამო, რომელიც ვიზიტის
ფარგლებში განიხილება.
მისი თქმით, კლინტონი ვიზიტის
განმავლობაში, ბევრ სამუშაო შეხვედრას გამართავს და საქართველო–ამერიკის
შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
ჩატარდება, რომელსაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი თავად უხელმძღვანელებს.
„ყველა ის საკითხი განიხილება,
რომელიც საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოების, ევროატლანტიკური განვითარებისთვის და
ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, მნიშვნელოვანი და პოზიტიური ვიზიტია.
იმედი მაქვს, რომ ვიზიტი კარგად ჩაივლის“, - დასძინა სპიკერმა.
Internet.ge