ჰილარი კლინტონმა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, აშშ-საქართველოს
სტრატეგიული ქარტიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კიდევ ერთხელ მოუწოდა
რუსეთს შეასრულოს 2008 წელს აღებული ვალდებულება და ოკუპირებული ტერიტორიებიდან
ჯარები გაიყვანოს.
კლინტონის განცხადებით, ამერიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა
და სუვერენიტეტის ერთგულია და უარყოფს რუსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამერიკასა და საქართველოს უკვე
გააჩნიათ ძლიერი ორმხირვი თავდაცვის თანამშრომლობა და ახლა ხალხთაშორისი
ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.
კლინტონის შეფასებით, ისინი მხარს უჭერენ ბუქარესტის გადაწყვეტილებას,
საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
Internet.ge