„საუკეთესო, რაც საქართველომ შეიძლება გააკეთოს უსაფრთხოების, დემოკრატიულობისა და საერთაშორისო რეპუტაციის გაზრდისთვის, არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება“- ასე გამოეხმაურა საქართველოში ოფიციალური
ვიზიტით მყოფი ამერიკის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ტერიტორიების ახლოს რუსული
სამხედრო წვრთნების ჩატარების ფაქტს და შესაძლო პროვოკაციებს.
„ყველაზე მნიშვნელოვანია,
რომ შემოდგომაზე საქართველოში არის არჩევნები და არა რუსეთის სამხედრო წვრთნები საქართველოსთან ახლოს. იქნება სამხედრო ვარჯიშები, მანევრები, მაგრამ მნიშვნელოვანი მოვლენები შემოდგომაზე მოხდება თავად საქართველოში და ქართველმა ხალხმა ძლიერი მესიჯი უნდა გაუგზავნოს ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოში ამ არჩევნებით",-
განაცხადა კლინტონმა.
მისი თქმით, აგრესიის პასუხი მეტი დამოუკიდებლობაა. კლინტონმა
ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის აუცილებლობაზე ისაუბრა და საერთაშორისო თანამეგობრობას
ამ კუთხით მუშაობისკენ მოუწოდა.
„ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები იქნება ინდიკატორი იმ პროგრესისა, რაც საქართველომ განიცადა დემოკრატიის გზაზე. საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს, ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ეს იქნება სამოდელო და სანიმუშო არჩევნები ამ გარემოში", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
Internet.ge